მისი მეცნიერული სახელწოდება ”კუერკუს”ლამაზ ხეს ნიშნავს.ასე უწოდეს მას ძველად რომაელებმა, რომლებიც მუხას ღმერთს( იუპიტერს)უძღვნიდნენ,ხოლო მის ნაყოფს”იუგლანსს”-იუპიტერის ნაყოფს ეძახდნენ.
ბერძნებიც დიდ პატივს სცემდნენ მუხას, რადგან სჯეროდათ: მუხის ტოტების ხმაური და ფოთლების შრიალი ადამიანს საკუთარ ბედისწერას აუწყებდა.
რომაელები და ბერძნები მუხის ტოტით ამკობდნენ ყველაზე გაბედულ, ძლიერ ადამიანებს.
მუხა ძველთაგანვე ქართველი ხალხის საყვარელი ხე იყო- ძლიერების სიმტკიცისა და გამძლეობის სიმბოლო.
მუხა ტყის მშვენებაა.იგი საქართველოში ყველგან გვხვდება-მთაშიც და ბარშიც.ჩვენში მუხის რვა სახეობაა გავრცელებული. მათგან იმერული მუხა ქუთაისის მახლობლად კოლხურ მუხასთან ერთად ლამაზ მუხნარებს ქმნის(რიონის ტყე)იგი საქართველოს გარდა არსად გვხვდება.
მუხა ტყეში ტანაყრილია განცალკევებით მდგარი- ტოტებგაშლილი. მუხას მეხი ხშირად ეცემა,ეს ყველამ უნდა იცოდეს,ვინც ტყეში სოკოზე” სანადიროდ” დადის:მან ჭექა-ქუხილის დროს თავი არ უნდა შეაფაროს მუხას.
მუხა გვალვაგამძლე ხეა.მისი ფესვები ნიადაგში 5 მეტრამდე ჩადის.მას სიდამპლის არ ეშინია და დიდხანს ძლებს,იშვიადი როდია 500 და 1000-წლიანი მუხები.
მუხა გაზაფხულზე გვიან იფოთლება.თითქოს არ ჩქარობს.მისი ნორჩი ფოთლები და ყლორტები მგრძნობიარეა სიცივის მიმართ. შემოდგომით მის ფოთლებზე შეიძლება შენიშნოთ პატარა ალუბლის ოდენა მოყვითალო მეჭეჭები, რომელსაც გალებს უწოდებენ.მას მწერები-მეგალეები წარმოქმნიან.
მუხა მაშინ ყვავილობს, როცა ფოთლები ისისაა ჩნდება.ზოგს გაუკვირდება;განა მუხას აქვს ყვავილები?დიახ, აქვს,მუხის ყვავილი წვრილია, უჩინო და,როცა აყვავებულ მუხის ტოტს უცქერი, ყვავილს ვერც კი ამჩნევ,ფერით თითქმის არ გასხვავდება ფოთლებისაგან.
ისტორია გვაუწყებს, რომ 500წლის წინათადამიანი რკოს ფქვილისგან პურს აცხობდა.მას ახლაც იყენებენ კვების მრეწველობაში, როგორც ყავის სუროგატს. ხიდან ჩამოცვენილი რკო ტყეში ფითლების ტენიანი ფენის ქვეშაა მოქცეული, შემდეგ თოვლის საფარქვეშ.როცა თოვლი გადნება, გაღვივებას იწყებს.
რკო ადამიანისათვის საშიშ ნივთიერებას კუერციტინს შეიცავს ,რომელიც ცხოველთათვის სრულიად უვნებელია. მოხალვით კუერციტინი იშლება და მოხალული რკოსაგან ”რკოს ყავას”ამზადებენ.
მუხის მერქნისაგან ჩინებული ავეჯი და პარკეტი მზადდება. დასავლეთ საქართველოში მუხისაგან აშენებდნენ ოდა-სახლებს , აღმოსავლეთ საქართველოში- დარბაზებს. მუხის ქერქი ძველი სამკურნალო საშუალებაა. დიდებულია მუხნარი ტყე . ფიტონციტები, რომლებსაც მუხის ფოთლები გამოყოფენ, სპობენ მიკრობებს.ამის გამო მუხნარში ჰაერი ყოველთვის სუფთაა.
მუხასთან დაკავშირებულია ბევრი სოფლის სახელი : მუხრანი, მუხიანი, მუხათწყარო, ჭყონდიდი(ჭყონი მეგრულად მუხას ნიშნავს), ჭყონგურა.
მეცნიერი ნ.კეცხოველი წერდა: მუხა ძველთაგანვე ქართველების საყვარელი ხე იყო, იგი ხალხის ძლიერების სიმბოლო არის მიჩნეული
”მუმლი მუხასა გარს ეხვეოდა
მუმლი დაიხრჩო მუხა გადარჩა”
No comments:
Post a Comment